მიუნხენის "ბაიერნის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, დაანონსა, რომ გერმანული გრანდი მეტ სატრანსფერო რეკორდს აღარ დაამყარებს.
"ჩვენ აქ მონოპოლს არ ვთამაშობთ, ეს საფეხბურთო კლუბია.
ჩვენ 80 მილიონის ლიმიტს ერნანდედის ტრანსფერზე უკვე მივაღწიეთ და არამგონია, რომ მომდევნო ტრანსფერებში ამ თანხას გადავაჭარბოთ", - განმარტა ული ჰიონესმა.
"ბაიერნმა" ახალი სეზონისთვის 100 მილიონ ევროზე მეტი უკვე დახარჯა - მიუნხენელებმა ორი მსოფლიო ჩემპიონი მცველი, ბენჟამენ პავარი (37 მილიონი) და ლუკა ერნანდესი (80 მილიონი) გაიფორმეს.
კლუბს ზაფხულში ფრანკ რიბერი და არიენ რობენი ტოვებენ, ამიტომ "ბაიერნს" ახალი შემტევებიც მოსაყვანი ჰყავს.