მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა, გერმანიის ჩემპიონობა გუნდთან ერთად არც მატჩის შემდეგ აღნიშნა და არც საღამოს წვეულებაზე იმყოფებოდა.
თუმცა მალევე გაირკვა ამის მიზეზიც - ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ ბოატენგი გუშინ საღამოს თავისი ახლო მეგობარის ქორწილში იმყოფებოდა და ამის შესახებ მიუნხენური გრანდი ინფორმირებული იყო.
ასე, რომ ეს არანაირი პროტესტი და გაუგებრობა არ ყოფილა, რასაც ჟურნალისტები ეჭვობდნენ.
30 წლის გერმანელისთვის ეს სეზონი წარუმატებელი გამოდგა - ჟერომმა ძირითადში ადგილი დაკარგა და არის ალბათობა, რომ ზაფხულში კლუბიც დატოვოს.