მიუნხენის "ბაიერნისთვის" ბუნდესლიგის 2018/19 წლების სეზონი საკმაოდ დრამატული და ემოციური გამოდგა.
საჩემპიონო რბოლა ბოლო ტურამდე გაგრძელდა და დასკვნით თამაშში "რეკორდმაისტერმა" საკუთარ მოედანზე ფრანკფურტის "აინტრახტი" 5:1 გაანადგურა.
თამაშის მსვლელობისას ერთ-ერთი გოლის აღნიშვნის დროს მიუნხენური გრანდის თავკაცმა, ნიკო კოვაჩმა, სამწვრთნელო შტაბის ერთ-ერთ წევრს, ქალბატონ კატლინ კრიუგერს, აკოცა.
34 წლის გერმანელი "რეკორდმაისტერის" გუნდის მენეჯერი და შიდა სამზარეულოს ორგანიზატორია. ის 2004-09 წლებში "ბაიერნის" ქალთა გუნდის ღირსებას იცავდა, მაგრამ კარიერის ნაადრევად დასრულება მოუწია და ახლა კლუბს სამწვრთნელო შტაბიდან ეხმარება.
კატლინ კრიუგერი "ბაიერნის" სამწვრთნელო შტაბში 2012 წლიდან მუშაობს და მოთამაშეებთან, მწვრთნელებთან შესანიშნავი ურთიერთობა აქვს.