მიუნხენის "ბაიერნის" ლეგენდარულმა ვინგერმა, ფრანკ რიბერიმ, თავის მომავალზე ისაუბრა.
"ჯერ არ ვიცით თუ რის გაკეთებას ვაპირებ. ამ ეტაპზე კონკრეტული გეგმა არ მაქვს.
კარიერის გასაგრძელებლად რამდენიმე ვარიანტი მაქვს და ამაზე კარგად უნდა დავფიქრდე", - განაცხადა 36 წლის ფრანგმა.
ფრანკ რიბერი 12 წლიანი ეპოქის შემდეგ მიუნხენურ გრანდს ზაფხულში ტოვებს და არის შესაძლებლობა, რომ მან კარიერა აზიაში გააგრძელოს.
რიბერის აქვს შემოთავაზებები ჩინეთიდან და კატარიდან, სადაც მას დიდი ფულის გაკეთება შეუძლია.