მიუნხენური კლუბის ლეგენდარული ფრანგი ვინგერი, ფრანკ რიბერი, ბუნდესლიგაში თავის ბოლო გატანილ გოლზე ული ჰიონესის ემოციურ რეაქციას გამოეხმაურა.
ბუნდესლიგის დასკვნით ტურში "რეკორდმაისტერმა" შინ ფრანკფურტის "აინტრახტი" 5:1 გაანადგურა და ზედიზედ მე-7 ვერცხლის სინი მოიგო.
თამაშის დაწყებამდე "ბაიერნმა" კლუბის ლეგენდები, ფრანკ რიბერი და არიენ რობენი, და რაფინია გააცილა. რიბერი თამაშში მეორე ტაიმში ჩაერთო და ბრწყინვალე სოლო გოლი გაიტანა.
ფრანკის გოლზე "ბაიერნის" პრეზიდენტს, ული ჰიონესს, ძალიან ემოციური რეაქცია ჰქონდა და ცრემლები ვერ შეიკავა.
"ული მართლა ტიროდა, როდესაც გოლი გავიტანე? მაშინ მას კიდევ ერთი წლით უნდა დავეტოვებინე კლუბში", - ხუმრობით აღნიშნა 36 წლის ფრანგმა.
ფრანკ რიბერი მიუნხენური გრანდის ღირსებას 12 წელი იცავდა და ული ჰიონესთან მამა-შვილური ურთიერთობა აქვს.