გერმანიის ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, იოახიმ ლიოვმა, ევრო 2020-ს შესარჩევი ეტაპის მორიგი მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა.
"ბუნდესნაკრების" განაცხადში მიუნხენის "ბაიერნის" 5 მოთამაშე მოხვდა.
მეკარეები: მანუელ ნოიერი ("ბაიერნი"), ბერნდ ლენო ("არსენალი"), კევინ ტრაპი ("აინტრახტი").
მცველები: ლუკას კლოსტერმანი ("ლაიფციგი"), მატიას გინტერი ("მ.ბორუსია"), ტილო კერერი ("პსჟ"), ნიკლას შტარკი ("ჰერტა"), ნიკლას ზიულე ("ბაიერნი"), ჯონათან ტა ("ბაიერი"), იონას ექტორი ("კიოლნი"), ნიკო შულცი ("დ.ბორუსია"), მარსელ ჰალსტენბერგი ("ლაიფციგი").
ნახევარმცველები: ლეონ გორეცკა ("ბაიერნი"), იოზუა კიმიხი ("ბაიერნი"), ილკაი გიუნდოგანი ("მანჩესტერ სიტი"), კაი ჰავერტცი ("ბაიერი"), მარკო როისი ("დ.ბორუსია"), იულიან ბრანდტი ("ბაიერი"), იულიან დრაქსლერი ("პსჟ").
თავდამსხმელები: სერჟ გნაბრი ("ბაიერნი"), ლეროი სანე ("მანჩესტერ სიტი"), ტიმო ვერნერი ("ლაიფციგი").
გერმანიის ნაკრებმა საკვალიფიკაციო ეტაპი ჰოლანდიასთან მნიშვნელოვანი გამარჯვებით (3:2) დაიწყო და ახლა ორ მატჩს გამართავს. 8 ივნისს გერმანია სტუმრად ბელარუსს შეხვდება, ხოლო 11 ივნისს მაინცში ესტონეთს მიიღებს.