მიუნხენური გრანდის ხელმძღვანელობა ამ ეტაპზე "მანჩესტერ სიტის" გერმანელი ვინგერის, ლეროი სანეს, გადაბირებაზე ფიქრობს.
ეს ინფორმაცია "რეკორდმაისტერის" პრეზიდენტმა, ული ჰიონესმა, გერმანულ პრესასთან საუბარში დაადასტურა.
"ლეროი სანე? დიახ, ჩვენ ახლა სწორედ მის შესაძლზე ტრანსფერს განვიხილავთ და ამ თემაზე უკვე ვმუშაობთ", - განმარტა ულიმ.
23 წლის გერმანელი ინგლისურ კლუბში თავისი მდგომარეობით უკმაყოფილოა და მზად არის, რომ გერმანიაში "ბაიერნისთვის" დაბრუნდეს.
ამ მომენტისთვის ლეროის სატრანფერო ღირებულება 70-დან 100 მილიონ ევრომდე მერყეობს.