მიუნხენის "ბაიერნის" ცენტრალურმა თავდამსხმელმა, რობერტ ლევანდოვსკიმ, ლეროი სანეს პოტენციური ტრანსფერი შეაფასა.
"ბაიერნის" გერმანელი მოთამაშეები სანეს ტრანსფერს სულმოუთმენლად ელიან, მაგრამ უნდა მოვითმინოთ და ვნახოთ რა მოხდება.
რიბერი და რობენი ლეგენდები არიან - მათი წასვლა მართლაც სამწუხაროა. თუმცა "ბაიერნი" აუცილებლად დაიმატებს უკეთეს შემცვლელებს.
დარწმუნებული ვარ, რომ გარემარბი, რომელსაც "ბაიერნი" უახლოეს მომავალში დაიმატებს, ისეთივე ძლიერი იქნება, როგორებიც რიბერი და რობენი იყვნენ", - განაცხადა 30 წლის პოლონელმა.
"რეკორდმაისტერი" ახლა გერმანიის ეროვნული ნაკრებისა და "მანჩესტერ სიტის" შემტევის, ლეროი სანეს, ტრანსფერზე მუშაობს.