ხვალ, 22:30 საათზე, გერმანიის სუპერ თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი სიგნალ იდუნა პარკზე დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრება.
აღნიშნულ შეხვედრას, ორივე გუნდი დიდი დანაკლისით ხვდება, ბაიერენი 4 ფეხბურთელს მოისაკლისებს: ერნანდესი (მუხლის ტრავმა), პავარი (კოჭის ტრავმა), როკა (კოჭის ტრავმა), ტოლისო (გაციება).
რაც შეეხება დორტმუნდს, მათი დანაკლისი გაცილებით დიდია - როსე მარკოს გუნდს 8 ფეხბურთელი დააკლდება: ბრანდტი (გაციება), გერეირო (წვივის ტრავმა), ზაგადუ (მუხლის ტრავმა), კლუიბალი (მუხლის ტრავმა), მორეი (მუხლის ტრავმა), მუნიე (გაციება), შმელცერი (მუხლის ტრავმა), ჰუელსი (მყესების დაჭიმულობა). წვივის ტრავმის გამო კითხვის ნიშნის ქვეს დგას ემრე ჩანის თამაშიც.
გთავაზობთ, გუნდების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას ხვალინდელი მატჩისთვის:
დორტმუნდი (4-3-1-2): კობელი - პასლაკი, ვიტსელი, აკანჯი, შულცი - დაჰუდი, ბელინგჰემი, რეინა - როისი - მალენი, ჰოლანდი
ბაიერნი (4-2-3-1): ნოიერი - სტანისიჩი, უპამეკანო, ზულე, დეივისი - კიმიხი, გორეცკა - სანე, მიულერი, გნაბრი - ლევანდოვსკი
5 საინტერესო ფაქტი და დაკვირვება დღევანდელი სუპერ-თასის ფინალზე