ხვალ, 22:30 საათზე, გერმანიის სუპერ თასის ფინალში მიუნხენის ბაიერნი სიგნალ იდუნა პარკზე დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრება.
მატჩის წინ, ბაიერნის თავკაცმა იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ერთ-ერთმა ჟურნალისტმა შემდეგი კითხვა დაუსვა: ლევანდოვსკი თუ ჰოლანდი? ამ კითხვას, გერმანელმა სპეციალისტმა შემდეგნაირად უპასუხა:
'ლევანდოვსკი უკვე წლებია ამტკიცებს რომ მსოფლიო კლასის თავდამსხმელია... ჰოლანდი ბუნდესლიგაში იმდენივე ხანი არ ყოფილა, რამდენიც ლევი, მაგრამ მას შესანიშნავი სტატისტიკა აქვს.
ისინი განსხვავებული ტიპის თავდამსხმელები არიან - ლევანდოვსკი უფრო მეტად გამოცდილია და მე ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის მყავს გუნდში.' - განაცხადა ბაიერნის თავკაცმა.
5 საინტერესო ფაქტი და დაკვირვება დღევანდელი სუპერ-თასის ფინალზე