კატალონიის "ბარსელონას" ახალგაზრდა გარემარბი, უსმან დემბელე, მიუნხენური გრანდის რადარზე მოხვდა.
ცნობილი გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ იმ შემთხვევაში თუ ლეროი სანეს ტრანსფერი არ შედგება, "რეკორდმაისტერის" ბოსები საფრანგეთის ეროვნული ნაკრების სუპერ-ტალანტზე გადაერთვებიან.
ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, 22 წლის ფრანგი შემტევი "ბაიერნის" გენერალური დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, რჩეულია, ხოლო კლუბის სპორტული დირექტორი ჰასან სალიჰამიჯიჩი მის აგენტს ჯერ კიდევ მარტში შეხვდა.
მიუნხენური კლუბი დემბელეს სიტუაციას აქტიურად აკვირდება და თუ "ბლაუგრანა" ანტუან გრიზმანსა და ნეიმარს დაიმატებს, მაშინ უსმანის ტრანსფერიც უფრო რეალური გახდება.
2018 წლის მსოფლიო ჩემპიონმა გასულ სეზონში, ყველა ტურნირზე ერთად, 42 თამაშში 14 გოლი გაიტანა და 7 ასისტი გააკეთა.