ძალიან დიდი ალბათობით, ახალი სეზონისითვის მიუნხენური გრანდი კიდევ ერთ ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს დაიმატებს.
ცნობილი თურქული გამოცემა "TRT Spor" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერის" ხელმძღვანელობა "შტუტგარტის" ახალგაზრდა მცველის, ოზან კაბაკის, აგენტს შეხვდა და მხარეებმა მოილაპარაკეს.
19 წლის თურქი ტალანტის ტრანსფერი "ბაიერნის" გენერალური დირექტორის, კარლ-ჰაინც რუმენიგეს, ინიციატივაა. კალე კაბაკის ტალანტის დიდი გულშემატკივარია.
ოზან კაბაკი გერმანიაში 2019 წლის იანვარში გაბარგდა და ბუნდესლიგის გასული სეზონის მეორე ნახევარში 15 მატჩი ჩაატარა.
კაბაკი "ბაიერნში" მატს ჰუმელსის ადგილს დაიკავებს.