მიუნხენის "ბაიერნის" უნივერსალურმა მარცხენა მცველმა, დავიდ ალაბამ, თავის მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.
ცნობილი გერმანული გამოცემა "Bild" იტყობინება, რომ 27 წლის ავსტრიელი ამ ზაფხულს "რეკორდმაისტერის" დატოვებას არ აპირებს.
ესპანურ პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ ალაბა კატალონიის "ბარსელონას" სამიზნეა და ესპანური გრანდი მას ხორდი ალბას შემცვლელად განიხილავს.
თუმცა დავიდი მიუნხენში ბედნიერია და მომდევნო სეზონს "ალიანს არენაზე" გაატარებს.
დავიდ ალაბა "ბაიერნის" აღზრდილია და პირველი გუნდის ღირსებას 2011 წლიდან იცავს. ის უკვე წლებია გუნდის წამყვანი ფიგურა და ძირითადის უცვლელი წევრია.
ალაბას მოქმედი კონტრაქტი მიუნხენურ კლუბთან 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.