მიუნხენის "ბაიერნის" მთავარმა მწვრთნელმა, ნიკო კოვაჩმა, "მილანთან" თამაშის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ჟერომ ბოატენგის მომავალზე ისაუბრა.
30 წლის გამოცდილი გერმანელი მცველის მომავალი მიუნხენურ გრანდში ჯერ კიდევ ბუნდოვანია - ბოატენგმა შესაძლოა კლუბი ზაფხულის ბოლომდე დატოვოს.
"ამ მომენტისთვის ვვარაუდობთ, რომ ბოატენგი კლუბში დარჩება. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ის ჩვენთან ერთადაა და ბედნიერი ვიქნები თუ დარჩება.
მას ზუსტად იმდენი შანსი ექნება, რამდენიც გუნდის დანარჩენ მოთამაშეებს", - განაცხადა კოვაჩმა.
ჟერომ ბოატენგის მოქმედი კონტრაქტი "ბაიერნთან" 2021 წლის ზაფხულამდეა გათვლილი. გასულ სეზონი ჟერომს ჩაუვარდა და ძირითადში იშვიათად ხვდებოდა.
ამ ზაფხულს კლუბი დატოვა მატს ჰუმელსმა, მაგრამ ჟერომს სამი ახალგაზრდა კონკურენტი ჰყავს: ლუკა ერნანდესი, ბენჟამენ პავარი და ნიკლას ზიულე.