დღეს გამთენიისას მიუნხენის "ბაიერნმა" საერთაშორისო ჩემპიონთა თასის დასკვნით შეხვედრაში "მილანი" მინიმალური ანგარიშით დაამარცხა.
ნიკო კოვაჩმა საბრძოლო თერთმეტეული შეარჩია და ერთგვარი ექსპერიმენტიც გამოიყენა - დაცვის მარცხენა ფრთაზე კანადელი ახალწვეული ალფონსო დეივისი დააყენა.
მატჩი გარდამავალი უპირატესობით დაიწყო, მაგრამ ტაიმის ბოლოს "ბაიერნი" დაეუფლა უპირატესობას და ბოლო წუთზე გოლიც გაიტანა - იოზუა კიმიხმა დიდებული გადაცემით "მილანის" მთელი დაცვა მოჭრა და ლეონ გორეცკამ ანგარიში გახნსა!
საბოლოოდ, 1:0 და "ბაიერნმა" მადრიდის "რეალის" შემდეგ მილანური გრანდიც დაამარცხა. ამერიკული ტურნე მიუნხენელებმა წარმატებით ჩაამთავრეს და "არსენალთან" მარცხის (1:2) შემდეგ ზედიზედ ორი შეხვედრა მოიგეს.
ბაიერნი 1:0 მილანი
გოლი: ლეონ გორეცკა (45+,).
გაფრთხილება: - / ჩალჰანოღლუ
ბაიერნი: ნოიერი (ულრაიხი 46,) - კიმიხი (მიჰაიევიჩი 46,), ზიულე, პავარი, დევისი - ტოლისო (ტიაგო 46,) - მიულერი (შტილერი 80,), გორეცკა, სანჩეში (სინი 59,), კომანი (ალაბა 59,) - არპი.
მილანი: დონარუმა - კალაბრია, გაბია, სტრინიჩი, თეო ერნანდესი (კონტი 45,) - ჩალჰანოღლუ, ბიგლია, ბორინი (ბრეშიანო 90+,) - პიონტეკი, მალდინი (კუტრონე 59,), კასტილეხო (მიონიჩი 90+,).