მიუნხენის "ბაიერნის" ყოფილმა მთავარმა მწვრთნელმა, ლუი ვან გაალმა, ლეგენდარული ფრანკ რიბერი უარყოფითად დაახასიათა.
36 წლის ვეტერანმა ფრანგმა "რეკორდმაისტერი" 12 წლიანი მოღვაწეობის შემდეგ ამ ზაფხულს დატოვა და ახლა ახალი კლუბის ძიებაშია.
"ფიგუსა და რაიკარდს მაშინ ვავარჯიშებდი, როდესაც 30 წლის იყვნენ. რაიკარდი 34 წლის ასაკშიც მზად იყო ჩემს იდეებს ბოლომდე გაყოლოდა და საკუთარი დასკვნებით, სტატუსით არ ესარგებლა.
სწორედ ასეთი მოთამაშეები არიან ვარსკვლავები.ფიგუ ასეთი ვარსკვლავი იყო, ხოლო რიბერი - არა. ის უფრო თავის თავზე ფიქრობდა, ვიდრე გუნდზე", - აღნიშნა 67 წლის ჰოლანდიელმა სპეციალისტმა.
ლუი ვან გაალი "ბაიერნს" 2009-11 წლებში წვრთნიდა და გუნდს სამი ტიტული მოაგებინა, აგრეთვე 2010 წელს 9 წლიანი პაუზის შემდეგ "რეკორდმაისტერი" ჩემპიონთა ლიგის ფინალში პირველად გაიყვანა.