რეალ მადრიდის და ბარსელონას ყოფილმა ნახევარმცველმა, ლუიშ ფიგუმ 2021 წლის ოქროს ბურთის მოახლოებულ დაჯილდოებაზე ისაუბრა და ჟურნალისტებს ჯილდოს მოგების მთავარი პრეტენდენტები გაუმხილა:
'ვინ იყო ნომინირებული? ასეტი მოთამაშეები ნამდვილად ძალიან ბევრია - გასულ წელს ლევანდოვსკიმ დაიმსახურა გამარჯვება და კვლავ იმათ რიცხვს მიეკუთვნება, ვინც ამ ჯილდოს იმსახურებს.
შემდეგ მოდიან ოქროს ბურთის მუდმივი პრეტენდენტები - კრიშტიანო რონალდო და ლიონელ მესი. ბენზემასაც ძალიან კარგი სეზონი ჰქონდა და გამარჯვებისთვის საკმარისი არგუმენტები აქვს', - განაცხადა ფიგუმ.
შეგახსენებთ, ოქროს ბურთი 2021-ის გამარჯვებული 29 ნოემბერს გამოვლინდება.