ლუის ენრიკე: "ბაიერნი ყოველთვის ერთ-ერთი ფავორიტია ნებისმიერ შეჯიბრში, რომელშიც ისინი ასპარეზობენ.
ასე იყო ყოველთვის, წლების და სეზონების მიუხედავად. 10 ან 20 წელიწადში ისევ იგივე იქნება.
მათ 6-ჯერ მოიგეს ჩემპიონთა ლიგა, ეს ისტორიული კლუბია. კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს არის გუნდი, რომელიც ყველაზე მეტად გვგავს ევროპაში თამაშის სტილით.
ეს არის გუნდი, რომელიც შექმნილია ბურთის ფლობისთვის. როგორც კი დაკარგავენ, ცდილობენ სწრაფად დაიბრუნონ აგრესიული გზით. ხვალ მართლაც საინტერესო თამაში იქნება"