დღეს, ბაიერნის ყოველწლიური გენერალური კრება გაიმართა, სადაც კლუბის პრეზიდენტი გუნდის ირგვლივ არსებულ თემებს შეეხო და განიხილა.
ერთ-ერთი მთავარი თემა კოვიდ პანდემიისგან გამოწვეული ზარალი იყო, როგორც კრებიდან გახდა ცნობილი, ბაიერნმა კორონა ვირუსის გამო დაახლოებით 50 მილიონი ევრო იზარალა.
აღნიშნული თემა მოგვიანებით ოლივერ კანმაც განავრცო:
'პანდემია ფეხბურთისთვის დიდი გამოწვევაა, რაც ცხადია ბაიერნსაც შეეხო. 2020 წლის 8 მარტიდან, ჩვენ ძალიან ცოტა მატჩი ჩავატარეთ ალიანს არენაზე გულშემატკივრებთან ერთად. მიუხედავად ამ გარემოებებისა, ვფიქრობ, რომ კლუბის შემოსავალი ამ პერიოდში მაინც დამაკმაყოფილებელია', - თქვა კანმა.