მანჩესტერ სიტის შუახაზელმა ილქაი გიუნდოგანმა ოქროს ბურთი 2021-ის დაჯილდოების წინ, ჟურნალისტებს საკუთარი ფავორიტის ვინაობა გაუმხილა:
'გულრწფელი რომ ვიყო, ფავორიტად ლევანდოვსკის დავასახელებ. მე მასთან ერთად დორტმუნდში მითამაშია, ასე რომ, კარგად ვიცი რა დიდებული ფეხბურთელიცაა და რამდენად თავდადებულია მისი საქმისთვის.
შარშან რომ არ გაუქმებულიყო ოქროს ბურთს დაჯილდოება, ის აუცილებლად გაიმარჯვებდა, ვფიქრობ წელსაც ისმახურებს ამ ჯილდოს', - განაცხადა გიუნდოგანმა.
შეგახსენებთ, ოქროს ბურთი 2021-ის გამარჯვებული 29 ნოემბერს გამოვლინდება.