მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა ოლივერ კანმა, ოქროს ბურთი 2021-ის დაჯილდოების წინ, ჟურნალისტებს საკუთარი ფავორიტის ვინაობა გაუმხილა:
'ლევანდოვსკის 41 გოლის გასატანად მხოლოდ 29 მატჩი დასჭირდა - ამ რეკორდს ვერავინ დაამხობს, თუ არ ჩავთვლით თავად ლევანდოვსკის.
ის მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელია. იმედები ძალიან გამიცრუვდება, თუ ოქორს ბურთს ლევანდოვსკი არ მოიგებს - მასზე მეტად ამ ჯილდოს არავინ იმსაუხრებს', - განაცხადა კანმა.
შეგახსენებთ, ოქროს ბურთი 2021-ის გამარჯვებული 29 ნოემბერს გამოვლინდება.