მიუნხენის "ბაიერნის" შემტევი ნახევარმცველი, კინგსლი კომანი, სერიოზულ დაზიანებას გადაურჩა.
გუშინ გამართულ აუდის თასის ფინალში (ლონდონის "ტოტენჰემთან" 2:2, 5:6 პენალტებში) 23 წლის ფრანგმა მუხლის ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.
თუმცა ავტორიტეტული გერმანული ტაბლოიდი "Bild" იტყობინება, რომ კინგსლიმ მოედანი კოჭლობის გარეშე, მაგრამ სახვევით დატოვა.
თუმცა უცნობია მოასწრებს თუ არ კომანი 3 აგვისტოს დორტმუნდის "ბორუსიასთან" თამაშში მოედანზე გასვლას.