2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოება ორშაბათს, 29 ნოემბერს, საღამოს, საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში გაიმართება.
ცერემონია მდინარე სენის სანაპიროსთან მდებარე შატელის თეატრში ჩატარდება.
ბოლო მონაცემებით, ბუკმეიკერთა სამი მთავარი ფავორიტი აღნიშნული დაჯილდოების წინ, რობერტ ლევანდოვსკი (ბაიერნი), ლიონელ მესი (პსჟ) და ჟორჟინიო (ჩელსი) არიან.