ავტორიტეტული გერმანული ტაბლოიდის ინფორმაციით მიუნხენის "ბაიერნმა" სანუკვარ მიზანს საბოლოოდ მაინც მიაღწია.
"Kicker" იტყობინება, რომ "რეკორდმაისტერმა" "მანჩესტერ სიტის" გერმანელი გარემარბის, ლეროი სანეს, ტრანსფერი ბოლომდე მიიყვანა.
ზემოთხსენებული წყაროს ინფორმაციით, 23 წლის გერმანელი "ბაიერნის" წინადადებას დათანხმდა და კლუბთან 4-5 წლიან კონტრაქტს გააფორმებს.
სანეს ტრანსფერი "ბაიერნს" 100 მილიონ ევროზე მეტი დაუჯდება.
ლეროი სანე "ბაიერნში" ლეგენდარული ვინგერების, არიენ რობენისა და ფრანკ რიბერის, ადგილს დაიკავებს.