რობერტ ლევანდოვსკის პირველი კომენტარი ოქროს ბურთი 2021-ის შემდეგ

რობერტ ლევანდოვსკის პირველი კომენტარი ოქროს ბურთი 2021-ის შემდეგ

პარიზში 2021 წლის ოქროს ბურთის დაჯილდოების ცერემონია შედგა. France Football-მა წლის საუკეთესო მოთამაშედ პსჟ-ს არგენტინელი შემტევი ლიონელ მესი დაასახელა, რომელმაც გამოკითხვაში მიუნხენის ბაიერნის პოლონელ ფორვარდს, რობერტ ლევანდოვსკის აჯობა.

დაჯილდოების შემდეგ, რობერტ ლევანდოვსკიმ პირველი კომენტარი სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა:

'ვულოცავ ლეო მესის და ალექსია პუტელიასის ოქროს ბურთების მოგებას, ასევე მინდა მივულოცო ყველა ნომინირებულ ფეხბურთელს.

მინდა მადლობა გადავუხადო თითეულ ჟურნალისტს, ვინც ხმა მომცა და სჯეროდა, რომ ჩემი მიღწევები 2021 წელს მნიშვნელოვანი იყო.

მინდა მადლობა გადავუხადო ჩემს კლუბს, მიუნხენის ბაიერნს იმ პლატფორმისთვის, რომელიც წარმატების და ჩემი ოცნებების რეალიზაციისთის მომცემს, ასევე მადლობელი ვარ ჩემი თანაგუნდელების პოლონეთის ნაკრებში.

მადლობა გულშემატკივრებს ყოველდღიური მხარდაჭერისთვის, ეს ჩემთვის ძალიან ბევრს ნიშნავს - და რაც მთავარია, მადლობა ჩემს ოჯახს.

მე მოვიგე წლის საუკეთესო გოლეადორის ჯილდო - ვერც ერთი მოთამაშე ვერ მოიგებს ინდივიდუალურ ჯილდოს, უძლიერესი გუნდისა და ერთგული გულშემატკივრების გარეშე.

მადლობა მხარდაჭერისთვის!
', - წერს პოლონელი ფორვარდი სოციალურ ქსელში.


30-11-2021, 01:43
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 20 5 14 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 9 1 5 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 7 0 5 2
4
კინგსლი კომანი
გოლი: 4 0 3 1
5
ლეროი სანე
გოლი: 3 1 1 1
1
ჰარი კეინი
ასისტი: 9 0 6 2
2
სერჟ გნაბრი
ასისტი: 4 1 2 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 3 0 2 1
4
თომას მიულერი
ასისტი: 3 0 2 1
5
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 3 2 1 0
1
იოზუა კიმიხი
2 0 1 0 1
2
ჰარი კეინი
1 0 0 1 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
2 0 0 2 0