ოლიმპიკის ლიონის ამჟამინდელმა და მიუნხენის ბაიერნის ყოფილმა მცველმა, ჟერომ ბოატენგმა ოქროს ბურთი 2021-ის შესახებ ისაუბრა:
'სამწუხაროა რომ ლევანდოვსკიმ ვერ გაიმარჯვა, რადგან მან ეს ნამდვილად დაიმსახურა.
ამ დაჯილდოებამ 2013 წელი გამახსენა, როდესაც ლევის მსგავსად, რიბერისაც არ მისცეს კუთვნილი ჯილდო.
სხვა რაღა უნდა გააკეთოს ლევანდოვსკიმ? თავდაყირა დადგეს და ცენტრიდან გაიტანოს გოლი?!', - განაცხადა ბოატენგმა.