4 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-14 ტურის ცენტრალურ შეხვედრაში, დორტმუნდის ბორუსია მიუნხენის ბაიერნს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრას ორივე გუნდი სერიოზული დანაკლისით ხვდება, ბაიერნს კარანტინის გამო იოზუა კიმიხი და ჩუპო-მოტინგი დააკლდება. ასევე დადასტურდა, რომ ხვალინდელ შეხვედრაში მონაწილეობას სტანისიჩი, სარი და ზაბიცერიც ვერ მიიღებენ. ხოლო გორეცკას და გნაბრის თამაში ამ დრომდე კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
რაც შეეხება დორტმუნდს, მასპინძელი გუნდის დანაკლისი გაცილებით სერიოზულია - როსე მარკოს განკარგულებაში შემდეგი ფეხბურთელები არეყოლება - აზარი, აკანჯი, ბურკი, მორეი ბაუზა, მუკოკო, რეინა, უნბეჰაუნი, და შმელცერი. ახალგაზრდა ბელინგჰემის თამაში კი კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.
დაგაინტერესებთ: დორტმუნდი - ბაიერნი (სავარაუდო სასტარტო შემადგენლობები)