ლივერპული 00 ბაიერნი  მატჩისშემდგომი კომენტარები

ლივერპული 00 ბაიერნი მატჩისშემდგომი კომენტარები

დღეს "ბაიერნი" ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალურ ეტაპზე "ლივერპულს" დაუპირისპირდა და თამაში ფრედ - 0:0 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ კი, ტრადიციულად შეაფასეს განვლილი მატჩი.


ნიკო კოვაჩი: " გვსურდა, თამაში ფრედ დაგვესრულებინა და ამას მივაღწიეთ. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, თუ გავიტანდით გოლს, მაგრამ ენფილდზე ამის გაკეთება არ არის მარტივი."


ხასან სალიჰამიჯიჩი: " მოთამაშეები ყოველთვის უფრო ფოკუსირებულნი არიან ჩემპიონთა ლიგაზე. სწორედ ასეთი თამაშებია ძალიან მნიშვნელოვანი მათ კარიერაში. ბიჭებმა დღეს მინდორზე ყველაფერი გააკეთეს. კარგია, რომ არ გავუშვით ბურთი, თუმცა გოლის გატანა გვსურდა."


მანუელ ნოიერი: "გვერჩივნა, სტუმრად გოლი გაგვეტანა და ისე წავსულიყავით სახლში, თუმცა შედეგი არც ისე ცუდია. ხავი მარტინესი იყო გასაოცარი. ჩვენ ვიცით, რომ მისი იმედი უნდა გვქონდეს დიდ თამაშებში, მან ეს დღეს კარგად გვაჩვენა."


ხავი მარტინესი: " ყოველთვის მაქვს სურვილი, დავეხმარო გუნდს. სულერთია ძირითადში ვიქნები, თუ - შეცვლაზე, მუდმივად მზად ვარ, გავაკეთო უკეთესი იმისგან, რაც შემიძლია. კმაყოფილი ვარ ჩვენი გამოსვლითა და ჩემი თავითაც. რაუნდი გრძელდება 180 წუთს, სახლში მაქსიმალურს გავაკეთებთ."


შენ გსურდა დღეს მწვრთნელისთვის დაგემტკიცებინა, რომ იმსახურებ უფრო მეტ სათამაშო დროს?


" არა, მე არაფრის დამტკიცებას ვცდილობ. უბრალოდ მინდა, დავეხმარო გუნდს."


მატს ჰუმელსი: " ჩვენ ძალიან ფოკუსირებულნი ვიყავით. ყველა თავის პოზიციას იჭერდა. გვქონდა გეგმა და ის განვახორციელეთ. არ იყო მარტივი წინ მათ სამეულს გავმკლავებოდით, მაგრამ ჩვენ ეს გავაკეთეთ.


კარგი შედეგია, მაგრამ შანსები ისევ თანასწორია. ვეცდებით, ასევეთივე დისციპლინით ვითამაშოთ სახლში, მაგრამ უფრო მეტჯერ წავიდეთ შეტევაზე.


რატომ არ იცავს თავს "ბაიერნი" ასე კარგად ბუნდესლიგაზე? ეს სხვადასხვა შემთხვევებია. ჩვენ ბუნდესლიგაზე ფავორიტების როლში ვართ, მეტს ვთამაშობთ ბურთთან. დღეს კი, სხვაგვარი გეგმა გვქონდა."


იურგენ კლოპი: "კიმიხი და ალაბა ძალიან დისციპლინირებულნი იყვნენ. მე, ალბათ, არასდროს მინახავს, რომ ისინი ისე იცავდნენ, როგორც - დღეს. ჩემს პატივისცემას გამოვხატავ მათ მიმართ ამ მატჩის გამო, ამ ორმა ფეხბურთელმა ეს თამაში უფრო რთული გახადა ჩვენთვის. გვქონდა მომენტები, როცა ერთი შეხება არ გვყოფნიდა.


ტიაგო მსოფლიო დონის ფეხბურთელია. ის ღრმა ფლეიმეიქერს თამაშობს და კარგად უმკლავდება ამ როლს ისევე, როგორც - მარტინესი. ისინი ორივე ძალიან კარგები იყვნენ."


გერმანელებსა და ინგლისელებს შორის საპასუხო მატჩი მიუნხენში 13 მარტს გაიმართება.


20-02-2019, 13:18
ინფორმაცია
ჯგუფ {group}-ის წევრებს არ აქვთ კომენტარის დატოვების უფლება.
  • ბომბარდირები
  • ასისტენტები
  • ბარათები
1
ჰარი კეინი
გოლი: 29 7 21 1
2
ჯამალ მუსიალა
გოლი: 15 2 10 3
3
მაიკლ ოლისე
გოლი: 11 5 6 0
4
ლეროი სანე
გოლი: 7 1 5 1
5
თომას მიულერი
გოლი: 5 2 1 2
1
იოზუა კიმიხი
ასისტი: 10 4 6 0
2
ჰარი კეინი
ასისტი: 8 1 6 1
3
მაიკლ ოლისე
ასისტი: 9 1 7 1
4
ჯამალ მუსიალა
ასისტი: 6 4 2 0
5
სერჟ გნაბრი
ასისტი: 5 2 2 1
1
იოზუა კიმიხი
5 0 1 3 1
2
ჰარი კეინი
2 0 0 2 0
3
ჯამალ მუსიალა
1 0 0 1 0
4
საშა ბოე
1 0 0 1 0
5
დეიოტ უპამეკანო
3 0 0 3 0