მიუნხენის ბაიერნის ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ბიქსანტ ლიზარაზუმ ოქროს ბურთის შესახებ ისაუბრა, სადაც მისი თქმით, რობერტ ლევანდოვსკი ლიონელ მესისთან უსამართლოდ დამარცხდა:
'ვფიქრობ, ოქროს ბურთის გამარჯვებულის გამოვლენისას, მესის რეპუტაციამ დიდი როლი ითამაშა ისეთ ფეხბურთელთან შედარებით, როგორც ლევანდოვსკია - ვიმედოვნებდი, რომ ამ ჯილდოს ლევანდოვსკი მოიგებდა.
უნდა გამოვასწოროთ ეს უსამართლობა და 2020 წლისთვის მაინც გადავცეთ ლევანდოვსკის კუთვნილი ოქროს ბურთი, როგორც მე გავიგე, ეს შესაძლებელოა', - განაცხადა ლიზარაზუმ.