მიუნხენის ბაიერნის გენერალურმა დირექტორმა, ოლივერ კანმა ნიკლას ზულეს გუნდში დარჩენის პერსპექტივაზე ისაუბრა, შეგახსენებთ, გერმანული მედიის მტკიცებით, ზულე ბაიერნიდან წასვლისთვის და ინგლისის პრემიერ ლიგაში გადაბარგებისთვის ემზდება.
'ზულე გერმანიის ნაკრების წევრია და ის არის ფეხბურთელი, რომლის ყოლასაც შენს გუნდში ისურვებდი. ამჟამინდელი სიტუაციიდან გამომდინარე (კოვიდ კრიზისი) ახალი კონტრაქტის გაფორმება ყოველთვის იმაზეა დამოკიდებული, თუ რას ითხოვს ფეხბურთელი.
დავიდ ალაბას შემთხვევაში ნათლად დავაფიქსირეთ ჩვენი აზრი, რომ ახალ კონტრაქტთან მუშაობას გარკვეული საზღვრები აქვს', - განაცხადა კანმა.
ცნობისთვის, ყველაზე ახლოს ზულეს დამატებასთან ლონდონის ჩელსია, ტომას ტუხელს თანამემამულის ხილვა საკუთარ გუნდში სურს, თანაც ანტონიო რუდიგერმა შესაძლოა ჩელსი ამ ზაფულხს დატოვოს. ასე, რომ თუ ზულეს ბაიერნში დარჩენას სურს, რაღაცეების დათმობა მოუწევს.