4 დეკემბერს, ბუნდესლიგის მე-14 ტურის შეხვედრაში მიუნხენის ბაიერნი დორტმუნდის ბორუსიას ესტუმრა და მეტოქე 2:3 დაამარცხა.
აღნიშნული შეხევდრის შემდეგ, ჟურნალისტებთან კომენტარი ინგლისის ნაკრების და დორტმუნდის ბორუსიას მოთამაშემ, ჯუდ ბელინგემმაც გააკეთა, რომელმაც მთავარი არბიტრის, ფელიქს ცვაიერის დანიშვნის ფაქტი გააკრიტიკა:
'გერმანულ ფეხბურთში ყველაზე დიდი დაპირისპირების მქონე შეხვედრა ანდეს მსაჯს, რომელიც წარსულში მატჩის ჩაწყობაში იყო მხილებული - სხვას რას ელოდით?", - თქვა ბელინგემმა.
ასევე: ჰოლანდი: "მსაჯს ვკითხე, რატომ არ გადაამოწმე ეპიზოდი VAR-ზე მეთქი და მან ეს მიპასუხა.."