მიუნხენის ბაიერნის და საფრანგეთის ეროვნული ნაკრების მცველს, ლუკას ერნანდეს ჟურნალისტი ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ესაუბრა და ლევანდოვსკის და ბენზემას შორის საკუთარი ფავორიტის ვინაობის გამხელა სთხოვა, რაზეც 25 წლის ფეხბურთელმა შემდეგი უპასუხა:
'ვფიქრობ, ლევანდოვსკი იმსახურებდა ოქროს ბურთს. მან წარმოუდგენელი სეზონი ჩაატარა და ისტორია დაწერა.
მესი არგენტინის ნაკრებთან ერთად წარმატებული იყო, მაგრამ ლევანდოვსკისთან შედარებით, მთლიანობაში ის ისეთივე თანმიმდევრული არ ყოფილა, როგორც პოლონელი', - თქვა ერნანდესმა.