ხვალ, 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნი შინ ბარსელონას მიიღებს.
მატჩამდე ერთი დღით ადრე, მიუნხენელთა მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა პრესკონფერენცია გამართა, სადაც ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ერთ-ერთი მთავარი კითხვა იყო მიმართავს თუ არა გერმანელი სპეციალისტი ხვალინდელ შეხვედრაში ცვლილებებს და დაასვენებს თუ არა საკვანძო ფეხბურთელებს, რაზეც ნაგელსნამა უპასუხა:
'ჩენ ხვალ ოპტიმალური შემადგენლობით ვითამაშეთ!'
როგორც ჩანს, ნაგელსმანი საკუთარ ფეხბურთელებს არც ბარსელონასთან გასამართ მატჩში დაასვენებს. ცნობისთვის, ბარსელონას ბაიერნის წინააღმდეგ გამარჯვება სჭირდება იმისთვის, რომ პლეი-ოფში გავიდეს, ან პარალელურ შეხვედრაში ბენფიკამ შინ დინამო კიევს ვერ უნდა მოუგოს.