დღეს, 8 დეკემბერს, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-6 ტურის მატჩში მიუნხენის ბაიერნი შინ ბარსელონას მიიღებს.
აღნიშნული შეხვედრის წინ, გაგაცნობთ ამ ორი გუნდის დაპირისპირების ისტორიას.
აქამდე, ბაიერნი და ბარსელონას სხვადასხვა ტურნირებზე ერთმანეთს 12-ჯერ დაუპირისპირდნენ. ბაიერნმა გამარჯვება 8 შემთხვევაში მოახერხა, 2-ჯერ დამარცხდა და 2 მატჩი ფრედ ითამაშა.
რაც შეეხება ბურთების სხვაობას, ის ბაიერნის სასარგებლოდ 29:16-ზეა.