მიუნხენის "ბაიერნის" ხელმძღვანელობა მადრიდის "რეალის" გამოცდილი ბრიტანელი ვინგერის, გარეთ ბეილის, ტრანსფერს კვლავ განიხილავს.
ცნობილი ესპანური გამოცემა "AS" იტყობინება, რომ 30 წლის უელსელი "რეკორდმაისტერისთვის" ლეროი სანეს ალტერნატივაა.
თუ მიუნხენური გრანდი "მანჩესტერ სიტის" ვერ შეუთანხმდება, მაშინ ბეილის სახით ამუშავდება "გეგმა ბ" - მიუნხენელები გარეთს იჯარით დაიმატებენ.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, ლეროი სანე თანახმაა "ბაიერნში" თამაშზე, მაგრამ მანჩესტერული კლუბი უფრო მეტ თანხას ითხოვს, ვიდრე მიუნხენელები სთავაზობენ.
გარეთ ბეილს "რეალში" საკმაოდ რთული სიტუაცია აქვს და ნებისმიერი საინტერესო წინადადების შემთხვევაში დატოვებს "სამეფო კლუბს".