მიუნხენის ბაიერნმა ოფიციალურად დაადსტურა, რომ იოზუა კიმიხი 2021 წელს დარჩენილ შეხვედრებში მონაწილეობას ვეღარ მიიღებს.
მოგეხსენებათ, რომ კიმიხს კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ გაუკეთებია - გერმანელ შუახაზელს ჯერ კორონავირუსი დაემართა, მართალია გამოჯანმრთელდა, მაგრამ, როგორც ჩანს ფეხბურთის სათამაშოდ 100%-ით მზად ჯერ კიდევ არ არის.
საკუთარ ჯამრთელობის მდგომარეობაზე და შესაძლო დაბრუნების თარიღზე, თავად 26 წლის ნახევარმცველმაც ისაუბრა:
'მოხარული ვარ, რომ კარანტინის პერიოდი დამისრულდა. თავს კარგად ვგრძნობ, მაგრამ ფილტვებში მცირე ინფლიტრაციის გამო, ამჟამად სრული დატვირთვით ვარჯიშს ვერ ვახერხებ.
სწორედ ამიტომ, სარეაბილიტაციო პერიოდს დავასრულებ და იანვრისთვის სრულყოფილად დავბრუნდები', - თქვა კიმიხმა.