ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში მიუნხენის ბაიერნმა და ტურინის იუვენტუსმა შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ.
იტალიური გამოცემების მტკიცებით, მიუნხენელები მარჯვენა მცველის, ბენჟამინ პავარის თამაშით კმაყოფილნი არ არიან და ფრანგი ფეხბურთელის არტურ მელოში გაცვლას განიხილავენ, რადგან მოედნის შუახაზის გაძლიერება სურთ.
თავის მხრივ, არც არტურს აქვს ტურინურ კლუბში მთლად სახარბიელოდ საქმე - ბრაზილიელ შუახაზელს სათამაშოდ, საკმარისი დრო მიმდინარე სეზონში არ ეძლევა.
ცნობისთვის, 25 წლის არტურ მელომ იუვენტუსის მაისურით მიმდინარე სეზონში მხოლოდ 4 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა და აქედან სრულად, მხოლოდ 1 შეხვედრა ჩაატარა, ასე, რომ მისი იუვენტუსში ყოფნის დღეები დათვლილია.