მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა სპორტულმა აგენტმა, მინო რაიოლამ ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა.
იტალიელი აგენტის თქმით, წელს გამარჯვებას ბაიერნის ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი იმსახურებდა:
'ამას სერიოზულად ვერ აღვიქვამ. ჩემი აზრით, წელს ოქროს ბურთი ლევანდოვსკის უნდა მოეგო. დემოკრატიაში ხარისხი ყოველთვის არ ჭარბობს, ასეთ დროს არჩევნის გაკეთებისას ემოციები და გრძნობები დიდ როლს თამაშობენ - პერსონალურად ვინ მოგწონს ან ვინ არა', - თქვა რაიოლამ.