მინო რაიოლამ თავის აგენტზე, ერლინგ ჰოლანდზე ისაუბრა და ის ტოპ კლუბები დაასახელა, სადაც შესაძლოა ნორვეგიელმა ფეხბურთელმა კარიერა განაგრძოს:
'მას შეუძლია შემდეგი ნაბიჯის გადადგმა - ბაიერნი, რეალი, ბარსელონა და სიტი – ეს ის დიდი კლუბებია, სადაც ჰოლანდი თამაშს შეძლებს.
სიტიმ ბოლო წლებში პრემიერ ლიგა 5-ჯერ მოიგო, რაც იუნაიტედზე მნიშვნელოვნად მეტია.
დიდი შანსია, რომ ერლინგი ახალ კლუბში შემდეგ ზაფხულშივე გადავიდეს. როდესაც დორტმუნდში გადმოვედით, ყველამ ვიცოდით რომ ეს ადრე თუ გვიან მოხდებოდა', - განაცხადა რაიოლამ.