მსოფლიოში ერთ-ერთმა ყველაზე გავლენიანმა საფეხბურთო აგენტმა, მინო რაიოლამ საკუთარ კლიენტზე, პოლ პოგბაზე ისაუბრა და მისი გერმანიის ბუნდესლიგის რომელიმე კლუბში ტრანსფერი გამორიცხა:
'პოგბას ბუნდესლიგაში ტრანსფერი შეუძლებელია, რადგან გერმანელებს განსაკუთრებული მენტალიტეტი აქვთ - მათ ბევრის გადახდა არ შეუძლიათ და არც ამის სურვილი აქვთ. ერთადერთი გერმანული კლუბი, რომელაც ასეთი ფინანსური შესაძლებლობები აქვს, მიუნხენის ბაიერნია. თუმცა, საბოლოო ჯამში, ისინიც კი ვერ შეძლებენ პოგბას ფინანსური მოთხოვნების დაკმაყოფილებას.
გერმანიაში ფეხბურთელებს ყველაზე დაბალი ხელფასები აქვთ, ევროპის სხვა ქვეყნებთან შედარებით. ამის გამო, გემანულ ფეხბურთში ძალიან ჯანსაღი ატმოსფეროა. გერმანელები არ რისკავენ და ვფიქრობ, რომ ეს კარგია', - თქვა რაიოლამ.