დღეს, მიუნხენის ბაიერნი ბუნდესლიგის მე-15 ტურის შეხვედრაში ალიანს არენაზე მაინცს უმასპინძლებს.
აღნიშნულ შეხვედრაში მიუნხენელთა მთავარ მწვრთნელს, იულიან ნაგელსმანს 199-ე შეხვედრაში ბუნდესლიგის მწვრთნელის რანგში საიუბილეო, მე-100 შეხვედრის მოგება შეუძლია.
ბოლო მწვრთნელი, ვინც გერმანიის ჩემპიონატში მე-100 გამარჯვებას მიაღწია ოტმარ ჰიტცფელდი გახლდათ, 1996 წელს. მას საამისოდ 187 მატჩის გამართვა დასჭირდა.