ცოტა ხნის წინ დასრულდა გერმანიის ბუნდესლიგის მე-15 ტურის შეხვედრა, სადაც მიუნხენის ბაიერნმა შინ მაინცი მიიღო და მეტოქე 2:1 დაამარცხა.
შეხვედრის საუკეთესო მოთამაშე კინგლსი კომანი გახდა, რომელმაც ერთი გოლი გაიფორმა და შეფასების სახით 8.8 ქულა მიიღო. რაც შეეხება ყველაზე დაბალ შეფასებას, ის შეცვლაზე შემოსულმა ნიანზოუმ დაიმსახურა (6.2), თუმცა ძირითადში მყოფთაგან ყველაზე დაბალი ქულა მანუელ ნოიერმა (6.3) მიიღო.
იხილეთ ყველა ფეხბურთელის სარეიტინგო ქულა Whoscored.com-ის ვერსიით: