მოგეხსენებათ, მიუნხენის ბაიერნის გერმანელ შუახაზელ, იოზუა კიმიხის კოვიდ საწინააღმდეგო ვაქცინა ამ დრომდე არ გაუკეთებია, ფეხბურთელმა კორონავირუსი კი რამდენიმე დღის წინ მოიხადა - ცხადია, ამის გამო გერმანული პრესა 26 წლის ფეხბურთელს აქტიურად აკრიტიკებდა, დღეს კი კიმიხმა მათ პირველად უპასუხა:
'ის, რაც ჩემზე იწერებოდა, არ ყოფილა მხოლოდ და მხოლოდ ფაქტებზე დამყარებული კრიტიკა, მათ გარკვეული საზღვრები გადაკვეთეს.
საბოლოო ჯამში, მე ვარ ადამიანი, რომელსაც როგორც სხვა ყველას, საკუთარი შიშები და შეშფოთება მაქვს', - თქვა კიმიხმა.