გერმანულ მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კინგსლი კომანს მიუნხენის ბაიერნის დატოვება სურს.
ფეხბურთელი და კლუბი ახალ კონტრაქტზე შეთანხმებას ხელფასის გამო ვერ ახერხებენ - ცნობილია, რომ კომანს ყოველწლიურად ბაიერნისგან 20 მილიონი ევროს მიღება სურს, ამჟამად ის 10 მილიონ ევროს იღებს. თავის მრხივ, მიუნხენური კლუბის ბოსები მსგავს პირობებს არ თანხმდებიან და ფრანგ ვინგერს ხელფასის სახით მაქსიმუმ 13 მილიონს სთავაზობენ.
25 წლის ფეხბურთელს პსჟ-ში დაბრუნება სურს, თუმცა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პარიზულ კლუბს კილიან მბაპე დატოვებს.
ცნობისთვის, კომანსა და ბაიერნს შორის არსებულ კოტნრაქტს ვადა 2023 წლის 30 ივნისს გასდის, მანამდე კი გერმანულ კლუბს მისი გაყიდვით გარკვეული ფინანსური სარგებლის მიღება შეუძლია.