Tuttosport-თან მიცემულ ინტერვიუში, მიუნხენის ბაიერნის პოლონელმა ფორვარდმა, რობერტ ლევანდოვსკიმ დაასახელა ის მცველები, ვის წინააღმდეგაც თამაში ყველაზე რთულია:
'ჯორჯო კიელინი და სერხიო რამოსი - ორივე ხისტი და ფიზიკურად ძლიერი მცველები არიან.
მათ თამაშის დროს ყველა 'ხრიკი' იციან, ამასთან ყოველთვის კონცენტრირებული არიან და სახეზე მუდამ ღიმილი აქვთ. რთულია, მაგრამ, ძალიან სასიამოვნოა მათ წინააღმდეგ თამაში', - განაცხადა ლევანდოვსკიმ.