დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ატლეტიკო მადრიდს დაუპირისპირდება.
აღნიშნული წილისყრა ბაიერნის მთავარმა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმაც შეაფასა:
'კარგი წილისყრა იყო, ბაიერნს საინტერესო და კარგი მოწინააღმდეგე შეხვდა, ლამაზი ქალაქიდან.
ვიმედოვნებთ, რომ ატლეტიკოსთან შეხვედრის დროს სრული შემადგელობა გვეყოლება. ატლეტიკო არის გუნდი, რომელიც ბოლო რამდენიმე წელია ძალიან წარმატებულია, ამასთან დიეგო სიმეონე იქ წლებია მუშაობს', - თქვა ნაგელსმანმა.