როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ატლეტიკო მადრიდს დაუპირისპირდება.
თუმცა, უეფამ ცოტა ხნის წინ დაშვებული შეცდომის გამო, წყვილების გათამაშების გადაწყვეტილება მიიღო.
სანამ აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი გახდებოდა, დღეს გამართულ მოვლენებს ატლეტიკო მადრიდის საკუთარ ტვიტერის გვერდზე სპეციალური განცხადებით გამოეხმაურა:
'ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის გათამაშებაში დაშვებული შეცდომის გამო, მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ უეფასთან - ვითხოვთ ახსნა-განმარტებებს და ვცდილობთ, გამოსავლის პოვნას', - წერია ატლეტიკოს განცხადებაში.