როგორც უკვე მოგახსენეთ, დღეს შვეიცარიის ქალაქ ნიონში გამართული წილისყრის შედეგად, გაირკვა, რომ მიუნხენის ბაიერნი ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალში ზალცბურგს დაუპირისპირდება.
მოსალოდნელ დაპირისპირებაზე კომენტარი ავსტრიული გუნდის სპორტულმა დირექტორმაც გააკეტა:
'ეს ძალიან განსაკუთრებული თამაშია. ზალცბურგისთვის თითქმის არაფერია იმაზე დიდებული, ვიდრე ბაიერნის წინააღმდეგ თამაში. პირადად ჩემთვის, ისინი მსოფლიოს სამ საუკეთესო კლუბში შედიან - ჩვენ ვიხილავთ ორი ახალგაზრდა გერმანელი მწვრთნელის საიტნერესო დაპირისპირებას.
გულშემატკივრებს შეგვიძლია დავპირდეთ, რომ ყველაფერს გავაკეთებთ! ბაიერნი აშკარა ფავორიტია, მაგრამ თუ მათ ჩემპიონთა ლიგის მოგება სურთ, ჯერ ზალცბურგი უნდა დაამარცხონ', - თქვა კრისტოფერ ფროინდმა.