UFC-ში მსუბუქი წონით კატეგორისი ყოფილმა ჩემპიონმა, ხაბიბ ნურმაგომედოვმა მიმდინარე წლის ოქროს ბურთის დაჯილდოებაზე ისაუბრა:
'ოქროს ბურთს ლევანდოვსკის ან ბენზემას გადავცემდი. ჩემი აზრით, ლევანდოვსკი ბოლო სამი წლის მანძილზე საუკეთესო ფეხბურთელია. გადახედეთ რას მიაღწია მან: მოიგო ჩემპიონთა ლიგა, ორ წელში 120 ან უფრო მეტი გოლი გაიტანა. მიმდინარე წელს უკვე 65 აქვს გატანილი, საერთოდ არ მახსოვს მსგავსი ინდივიდუალური მიღწევები', - თქვა ხაბიბმა.