ზედიზედ მეორედ, მიუნხენის ბაიერნის პოლონელი ფორვარდი, რობერტ ლევანდოვსკი Tuttosport-ის წლის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.
პირველი კომენტარი 33 წლის თავდამსხმელმა სოციალური ქსელის საშუალებით გააკეთა:
'მოხარული ვარ, რომ ზედიზედ მეორედ მოვახერხე და მივიღე Tuttosport-ის ჯილდო წლის საუკეთესო ფეხბურთელისთვის.
დიდი მადლობა ჟიურის ჩემი მიღწევების დაფასებისთვის და ყველა ჩემს გულშემატკივარს იტალიაში, გერმანიაში, პოლონეთი და თითოეულ იმ ქვეყანაში, სადაც მხარს მიჭერენ და გვერდში მიდგანან.
ასევე დიდ მადლობას ვუხდი თითოეულ თანამშრომელს პოლონეთის ეროვნული ნაკრების და მიუნხენის ბაიერნის - თქვენი წყალობით მოვახერხე ამ ჯილდოს მიღება.
და ბოლოს, მადლობა ჩემს ოჯახს მუდმივი მხარდაჭერისთვის!', - წერს ლევანდოვსკი.